შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში 

30 სექტემბერი 2023, 12:00 666 ნახვა

ბათუმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება - 20-ზე მეტი უცხოელი მუსიკოსი და ქართველი შემსრულებლები 9 დღის განმავლობაში მუსიკალურ ცენტრში შეკრებილ  მსმენელს კლასიკური მუსიკის გარდა თანამედროვე კომპოზიციებს და ფოლკლორულ შედევრებს  შესთავაზებენ.

ფესტივალი ბათუმში უკვე მეექვსედ UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება. ცხრიდან ერთი დღე - სრულად საქველმოქმედო იქნება.

კონცერტიდან შესული თანხა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. 

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქვეყნის და ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი