მზის ენერგიის პანელების ბაზებზე 

30 სექტემბერი 2023, 14:15 500 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ევროსტანდარტების ფოტო-ვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა მიმდინარეობს.

ვაზიანში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადის სრულად რეაბილიტაციისა და მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. დამონტაჟებული პანელები, დაახლოებით, 500 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს.

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ფოტოვოლტური ელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 ათასი ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი