ახალი აღჭურვილობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას

29 სექტემბერი 2023, 14:11 449 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადასცა.   

უახლესი ტექნიკური საშუალებები საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განთავსდება და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებასა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურის გაუმჯობესებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი