ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით დილიდან გმირთა მემორიალებთან ხალხმრავლობა იყო. დაღუპულებს პატივი მიაგეს ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა.
გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და გაიხსენეს 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები.
თბილისში გმირთა მემორიალთან დაღუპულებს პატივი მიაგეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მემორიალთან იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერიც. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. ადგილზე ხმაური იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი ახლოს არ მივიდა დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, რომლებსაც მასთან გასაუბრება სურდათ.