27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემო

27 სექტემბერი 2023, 13:54 664 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

"თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება"-განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი