საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ფრე ლუქსემბურგთან

27 სექტემბერი 2023, 10:15 539 ნახვა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა. ლუქსემბურგთან 1:1 ითამაშა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 27-ე წუთზე შორეული დარტყმით ანგარიში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ანა ჩემინავამ გახსნა, თუმცა, ანტმანის გუნდმა უპირატესობა მხოლოდ 7 წუთი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრებს ცე დივიზიონის მეორე ჯგუფში ორ ტურში მოპოვებული ქულით მესამე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, ლიეტუვას სტუმრად 27 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში