ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის რაიონში რუსი სამხედროების დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიჭრა, 27 სექტემბერს გამთენიისას ნიკოლაევკას მახლობლად ავიაიერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა ხერსონის რაიონზე 119 შეტევა განახორციელა, ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 557 ჭურვი გაისროლა, მათგან ორი იყო რაკეტა"- განაცხადა ალექსანდრე პროკუდინმა.
მისივე განცხადებით, რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებს დანაკარგებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში დამცველებმა გაანადგურეს 320 დამპყრობელი, 38 მტრის საარტილერიო სისტემა, 24 თვითმფრინავი და 3 ტანკი.