გახარიას პარტიამ პოზიცია შეცვალა და შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში მხარს დაუჭერს. კომისიის შექმნა დღის წესრიგში "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" დააყენეს, თუმცა ამ ინიციატივას პარტია "საქართველოსთვის" არ ემხრობოდა. დღეს კი გახარიას თანაგუნდელებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდი ამ პროცესში არ გახდება ბარიერი. ვინ როგორ აფასებს გახარიას გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თემის დეტალები ვნახოთ მარიამ ურუშაძის რეპორტაჟი.