“ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ - ამ პროექტის გამარჯვებული იდეებისა და სასკოლო აგრო-კლუბების წარდგენა გაიმართა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საგნატო კონკურსში პირველ ეტაპზე ათამდე სკოლა ჩაერთო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მოსწავლეები სპეციალისტების ჩართულობითა და მხარდაჭერით სკოლის ბაზაზე აგრო-პროექტებს განახორციელებენ, მათ შორისაა სათბურებისა და მეურნეობების მოწყობა.
პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებითა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის მხარდაჭერით “მომავლის ფერმერი“ ახორციელებს.
პროექტის მიზანი დარგით ახალგაზრდების დაინტერესება და აგრო მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა.