უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე დონეცკის ოლქში იბრძოდა. ის მასობრივი საარტილერიო იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
უკრაინაში რუსეთის ომს 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.