აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა 

25 სექტემბერი 2023, 14:36 664 ნახვა

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს იქამდე, „ვიდრე ეს საჭირო იქნება“.

სპეციალური საკარანტინო რეჟიმის დროს ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.

აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი