ლავროვი დასავლეთს თავს ესხმის

24 სექტემბერი 2023, 11:58 422 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოვიდა დრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში ნდობის საკითხი აღდგეს და მოსკოვის ჯარები დასახმარებლად მზად არიან.

სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დასავლეთი ცდილობს თავი ორ ქვეყანას შორის შუამავლად წარმოაჩინოს, რის  საჭიროებაც, ლავროვის თქმით არ არსებობს. ახლა, როდესაც ერევნისა და ბაქოს ლიდერებმა გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საკითხი, დადგა დრო მშვიდობიანი ცხოვრების. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ამას ყოველმხრივ ხელს შეუწყობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში