ოფიციალური შეხვედრები გაეროში

23 სექტემბერი 2023, 11:48 568 ნახვა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟოაო გომეშ კრავინიოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის გააქტიურებული მაღალი დონის კავშირები და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის დინამიკა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

ასევე, ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საიდბადრ ალბუსაიდს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და ომანს შორის მზარდი ორმხრივი ურთიერთობები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობები ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

ილია დარჩიაშვილი ასევე შრი-ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ალი საბრის შეხვდა.აღინიშნა,რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით. მან შეხვედრა ასევე გამართა შეხვედრა ანტიგუა-ბარბუდას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩეტ გრეენთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი