გაერო-ში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

22 სექტემბერი 2023, 14:04 578 ნახვა

გაერო-ში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა ძალადობის შეჩერებაა.

ლინდა თომას-გრინფილდი აღნიშნავს, რომ აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის  ხელმძღვანელობასთან აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა სრულად უზრუნველყოს ყარაბაღში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების დაცვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში