საპროტესტო გამოსვლები ერევანში

22 სექტემბერი 2023, 10:05 512 ნახვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. ასევე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება სომხეთის დედაქალაქში.  გვიან ღამით პოლიციამ ერევანში რამდენიმე ადამიანი დააკავა, ისინი პროტესტის ნიშნად  ქალაქის ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ. მომიტინგეები უკმაყოფილებას მთიანი ყარაბაღის ჩაბარებისა და რეგიონში სომხური ხელისუფლების საბოლოო დაშლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები იმავე ადგილას რჩებიან, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებამდე იყვნენ. 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით,  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული ჯარი სტეფანაკერტში იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი