ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
ამერიკის დიპლომატიური უწყება, ასევე ამბობს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რის გამო მოხვდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.