ხმაური იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ.
როცა მინისტრი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს.
მოგვიანებით, აღნიშნული ბანერი კი ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.