საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

19 სექტემბერი 2023, 18:50 442 ნახვა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ზიანი მიადგა დაზარალებული არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ძებნილი პირი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 16 მარტს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სასამართლომ დასაშვებად ცნო. მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

2023 წლის 13 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც, 15 სექტემბერს ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში