გემების მონიტორინგის სამსახური

20 მაისი 2016, 00:00 5408 ნახვა

შავი ზღვის აკვატორიაში ტვირთმზიდი გემების მოძრაობას ახალი სამსახური გააკონტროლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ `გემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი" შექმნა, რომელიც ბათუმის, ფოთის და ყულევის პორტებში იმუშავებს და ე.წ `ვი თი ეს" ზონაში მოძრავ ხომალდებს გაუწევს მომსახურებას. აღნიშნული სერვისი ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლებასა და მოძრაობის ეფექტიანობაზეა გათვლილი და ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას და შავ ზღვაში ნავთობის ავარიული ჩაღვრის პრევენციას. `ვი თი ეს" ცენტრის მომსახურებით ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები უფასოდ ისარგებლებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში