პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს - დავით ბაქრაძე

18 სექტემბერი 2023, 10:09 420 ნახვა

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ იორკში. მომავალი კვირა დაეთმობა მაღალი დონის შეხვედრებს, გაიმართება გენერალური დებატები, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტი, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს.

"ასევე, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე ის პროგრესი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეფორმების განხორციელების, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები მიღწევის მიმართულებით”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი