ბათუმში სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. აეროპორტის გზის მიმდებარედ, 2 კილომეტრზე ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა, აშენდება 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია ''სტრეიკი'' ასრულებს.