საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, მანამდე კი გახსნის ცერემონიას დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.