ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები მოიწონა.
პროექტებიდან 1 მზის, 2 ქარის და 7 ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური ინვესტიცია - 225 მლნ. დოლარს აღწევს.