რეგიონში 229 სკოლის კარი დღეს 6500-ზე მეტმა პირველკლასელმა შეაღო. მათ შორის ათობით მოსწავლე განახლებულ სასწავლო გარემოში გააგრძელებს სწავლას. აშენდა 7 ახალი სკოლა, პარალელურად კი გრძელდება რამდენიმეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მოსწავლეებს ალტერნატიული სივრცე გამოეყოთ გაკვეთილებისთვის.
პირველკლასელებს დახვდებათ ბუკები და წიგნები. სახელმძღვანელოები დაურიგდებათ ყველა კლასში, მაგრამ შესაძლოა მობილობის გამო რამდენიმე სკოლაში იყოს ცდომილება, თუმცა როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, წიგნს ყველა მოსწავლე აუცილებლად მიიღებს.
გარდა აკადემიურისა, ასევე სიახლეა არაფორმალური განათლების კუთხითაც. 14 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული ინვენტარი შეიტანეს, არის სკოლები ახალი ლაბორატორიებითაც.