უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 25 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

15 სექტემბერი 2023, 09:45 473 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 25 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 56 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს.

„თავდასხმის ოპერაციების დროს დონეცკის ოლქის ანდრეევკას დასახლება აიღეს, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კლიშევკის რაიონში შეტევითი ოპერაციების დროს ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს.

გენშტაბში აცახდებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 10 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პერსონალი და სამხედრო ტექნიკა იყო თავმოყრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში