დერეკ ბრანსონი რომან დოლიძესთან გასამართ ბრძოლას ჩაეხსნა

14 სექტემბერი 2023, 14:23 728 ნახვა

UFC-ს ქართველ მებრძოლს რომან დოლიძეს 11 ნოემბერს საშუალო წონით დივიზიონში მორიგი ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მისი მეტოქე, დერეკ ბრანსონი ბრძოლას გაურკვეველი მიზეზით ჩაეხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შესაბამისად რომანი მეტოქის გარეშე დარჩა და ახალი ოპონენტის ძიებაშია. რომან დოლიძის განცხადებით, ის მზადაა ბრანსონის ნაცვლად წლის ბოლოს რობერტ უიტეკერს ან ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდეს.

ამ დროისთვის ქართველი მებრძოლი UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, მის მიერ დასახელებული რობერტ უიტეკერი კლასიფიკაციაში მესამეა, ხოლო ჯარედ კანონიერი კი მეოთხე.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში UFC-ში ბოლო ბრძოლა მარვინ ვეტორთან გამართა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი