საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.
უწყებაში ამბობენ, რომ პროცესი შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს და განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს, რომლის მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.