აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ხიდებისა და დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.ამ ეტაპზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა, ხოლო 2 ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. კერძოდ, დასრულდა ხაბელაშვილები-გომის მთის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა, ხოლო აქტიურად მიმდინარეობს ხიჭაური-ნაღვარევის და ნაღვარევი-ძაღიანის მიმართულებით ახალი ხიდების მშენებლობის პროცესი.