საუკეთესო მუზეუმელების დაჯილდოება

13 სექტემბერი 2023, 10:54 1080 ნახვა

საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა მუზეუმელთა ალიანსმა მეორე ყრილობაზე. ასამბლეაში საქართველოს 70-ზე მეტი მუზეუმის 500-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად მათ  ფულადი ჯილდოც მიიღეს.  

2023 წლის საუკეთესო მუზეუმელები არიან, ქემალ თურმანიძე - ბათუმში  ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალოს“ დამფუძნებელი და დირექტორი. ავთანდილ ფაილოძე - ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე.  მარიამ ინანაშვილი -  სიღნაღის მუზეუმის მმართველი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი