პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერები პარლამენტში ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს იბარებენ.
აცხადებენ, რომ ჩინეთთან დადებულ სტრატეგიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა უპასუხოს და განმარტოს, რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა, რატომ არ ჰქონდა საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია და ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას კომუნიკაცია ამ საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან.
უკვე ცნობილია, რომ პარტია ''ლელო'' გახარიას პარტიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.