თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი

13 სექტემბერი 2023, 11:05 752 ნახვა

„აბა მიციკი'' - ხელვაჩაურის დასის  სპექტაკლის არასაკონკურსო  ჩვენება  იწყება ამ წუთებში ბათუმის თოჯინების თეატრში. სპექტაკლი თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება, რომლის ფარგლებში  დღეს  მსახიობებისთვის მოწვეული ჟიური  მასტერკლასსაც გამართავს.  

დაგეგმილია  გიგანტური  თოჯინა ‘’ხეტიალას’’ მსვლელობა ბულვარის ტერიტორიაზე და დღესვე უნდა გამოვლინდეს  7 ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები. 

ფესტივალი 8 სექტემბერს  დაიწყო და ჯამში 10 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, მათგან 2 არასაკონკურსოა.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი