ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.