აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა- გამარჯვებულ სტუდენტებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში, ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე.