გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ლანჩხუთის მერის განცხადებით, რამდენიმე სოფელი უკვე სრულად არის გაწმენდილი, მოსახლეობა კი, უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
რეგიონში მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.