შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 32 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია ერთი მოქალაქე.