ოკუპანტის იერიში უკრაინაზე

09 სექტემბერი 2023, 14:05 576 ნახვა

74-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი კრივოი-როგზე განხორციელებული შეტევის შედეგად. ოკუპანტმა ქალაქზე იერიში გუშინ მიიტანა. ათეულობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით გასული დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მტერმა 13 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელა. კონტრშეტევის მიმდინარეობასა და სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ახალი სანქციები მიიღება.

ომის დაწყების შემდეგ პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა - ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იოშიმასა ჰაიაში უკრაინაში ჩავიდა, რათა გამოეხატა ტოკიოს მხარდაჭერა კიევისთვის რუსული აგრესიის ფონზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი