თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

09 სექტემბერი 2023, 14:18 883 ნახვა

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. პროგრამის მიხედვით დღეს დაიდგა სპექტაკლი „ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი“, რომლის რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა. ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი გუშინ დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

6 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სულ 7 თეატრი და 10 სპექტაკლი, აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო ჩვენებაა დაგეგმილი.

გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური 13 სექტემბერს გამოავლენს, ჟიურის წევრები თურქეთიდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან არიან მოწვეულები. 

ფესტივალი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის და საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების ერთობლივი პროექტია, რომელიც კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი