კონტროლი ხილულ გამონაბოლქვზე 

09 სექტემბერი 2023, 11:00 494 ნახვა

ხილული გამონაბოლქვის გამო მხოლოდ 4 დღეში 82 მძღოლი დაჯარიმდა. ავტოტრანსპორტის კონტროლი 4 სექტემბრიდან გამკაცრდა, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები შევიდა.

გამონაბოლქვის მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აწარმოებს. მონიტორინგი 4 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორისაა ბათუმი, სადაც 17 კანონდარღვევა გამოვლინდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარით.

მძღოლს ჯარიმის გადახდა დაეკისრება მაშინაც, თუკი შემოწმებაზე უარს იტყვის, თანხა კი იზრდება იგივე სამართალდარღვევის განმეორებითი დაფიქსირების შემთხვევაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი