ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარის დასაქმების სააგენტოს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და სასტუმრო “კასტელო მარეს” შორის. დოკუმენტი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. სასტუმროში კოლეჯის სტუდენტები 3 თვიან სასწავლო კურსს გაივლიან, რის შემდეგაც ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში დასაქმდებიან. როგორც სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს ტურისტული სეზონისთვის კონკურსი 200 - მდე სამუშაო ადგილზე გამოცხადდება.