საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, სოფელ ლეღვას გამგებელს ქალზე ძალადობას ედავებიან. ინციდენტი სოფელში მოხდა, არსებული ინფორმაციით, ჯაბა სტამბოლიშვილმა მაღაზიის მეპატრონე ქალს სცემა, რომელმაც პატრული გამოიძახა.