საპროტესტო აქცია იყო დღეს ანგისის ქუჩაზე. მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ხელისუფლებისა და მშენებელი კომპანიისგან პრობლემებზე რეაგირება მოითხოვა. 6, 13 და 20 ნომრებში არსებული კორპუსების მშენებელი კომპანიის მენეჯმენტს მოსახლეობის ნაწილი თაღლითობაში ადანაშუალებს. ამბობენ, რომ დაზარალებულია 200-ზე მეტი ოჯახი, რადგან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე ვერ ირეგისტრირებენ კუთვნილ ფართებს და გარდა ამისა მათი ინფომაციით რამდენიმე ბინა არა ერთ მფლობელოზეა გასხვისებული.
ისინი კომუნალური ინფრასტრუქტურის - გაზის, წყლის და ელექტროენერგიის პრობლემების მოგვარებასაც ითხოვენ. აცხადებენ, რომ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ხელისუფლება არ რეაგირებს, საუბრობენ სავარაუდო გარიგებაზეც.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით კომპანიის ოფისში გადაინაცვლეს. კომპანიის წარმპომადგენლემა კი სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია არა ერთხელაა დაჯარიმებული, რაც შეეხება ინფრაქტრუქტურულ პრობლემებს და ექსპლუატაციაში მიღებას - კომპანიამ ან მოსახლეობამ მერიას სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში შესაბამისი პროცედურების დაწყების მოთხოვნით უნდა მიმართოს.