ისრაელის ქნესეთის დელეგაციის ვიზიტი

03 სექტემბერი 2023, 20:05 524 ნახვა

საქართველოსა და ებრაელი ხალხის 2600-წლიანი კავშირი გახდა ჭეშმარიტი ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მოვედით ამ ურთიერთობების სადემონსტრაციოდ ასევე პარლამენტებს შორისაც, – ამის შესახებ ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში განაცხადა, სადაც ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო და მის შთამომავლებს საპატიო სიგელები გადასცა. 

ისრაელის ქნესეთის თამჯდომარის, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ხვალ ის საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს.

საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ოფიციალური შეხვედრები გაგრძელდება 5 სექტემბერსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი