ფრენბურთელები ლიზი და ნანა ლობჟანიძეები გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებენ

02 სექტემბერი 2023, 15:31 1051 ნახვა

ფრენბურთელები ლიზი და ნანა ლობჟანიძეები კარიერას გერმანულ “Nawaro Straubing”-ში გააგრძელებენ.

23 წლის ლიზი ლობჟანიძე საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრია და ის გასულ სეზონში ''ბათუმის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა.

15 წლის ნანა ლობჟანიძე კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა და ''თბილისის'' შემადგენლობაში გამოდიოდა.

ლიზი ახალ კლუბში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო ნანა 24-ნომრიანით.

"Nawaro Straubing”-ი ამ სეზონში გერმანიის  “ბუნდესლიგა 2”-ში იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი