მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 დასრულდა

02 სექტემბერი 2023, 11:30 442 ნახვა

მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა.  

სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის  ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები.

საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო, ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში