პრორუსი სეპარატისტი გირკინი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

31 აგვისტო 2023, 14:01 560 ნახვა

რუსეთში ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით  დაკავებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პრორუსი სეპარატისტი იგორ სტრელკოვ-გირკინი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ თავად სტრელკოვმა  ტელეგრამ-არხზე დაწერა და აღნიშნა, რომ თავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე კომპეტენტურად მიიჩნევს.

სტრელკოვი 2023 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტების გამო დააკავეს. მას ექსტრემიზმის წაქეზება ედება ბრალად.

2022 წლის ნოემბერში სტრელკოვს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 2014 წელს დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი