სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

30 აგვისტო 2023, 11:38 696 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

„31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი