შიომღვიმის მონასტერთან არ არის გამორიცხული მცირე მასშტაბის ბუნებრივი პროცესების გაგრძელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ტერიტორიის შესწავლას რამდენიმე დღეში დაასრულებენ და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.
მძიმე ტექნიკამ კალაპოტის გაწმენდა უკვე დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილში, მშენებარე კელიების ტერიტორიაზე გადაადგილება რამდენიმე დღით სასულიერო პირებისთვისაც შეიზღუდა.
უსაფრთხოების ზომები გეოლოგების რეკომენდაციით გამკაცრდა.