დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზმესმენთა ასოციაცია „მუსიად“ ბათუმის ფილიალი გაიხსნა

28 აგვისტო 2023, 20:00 1560 ნახვა

დამოუკიდებელ  მრეწველთა  და ბიზნესმენთა ასოციაცია „მუსიად“ ბათუმის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა.  ფილიალის გახსნის მიზანია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო- ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია 1990 წელს ხუთი ბიზნესმენისა და მრეწველის მიერ დაარსდა, იგი ერთ-ერთი  „არასამთავრობო ორგანიზაციაა“, რომელიც წარმოადგენს 60 000 საწარმოს 13 000-ზე მეტი წევრით თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ. მას დაახლოებით 2 მილიონი თანამშრომელი ჰყავს. „მუსიადი“ ფუნქციონირებს თურქეთის 84 ქალაქში  და საერთაშორისო მაშტაბით 81 ქვეყანაში. ოფისში  განიხილავენ წევრების პრობლემებს, მოსაზრებებს და საქმიან  წინადადებებს, რომელიც გადაეცემა საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში