საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა

28 აგვისტო 2023, 17:37 760 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ 67-88 წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე NBA-ს ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე 34 ქულა 10 მოხსნა და 6 გადაცემა იყო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან კი სანდრო მამუკაშვილმა 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი 4 ქულით სლოვენიაა. მეორე ადგილზე 3 ქულით საქართველოა, მესამეზე ასევე 3 ქულით კიბო-ვერდო, ხოლო მეოთხე ადგილს 2 ქულით ვენესუელა იკავებს.

ბოლო ტურში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ვენესუელას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 30 სექტემბერს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი