პირველადი შეფასებით შიომღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოქცევა კლდეზვავითი პროცესია - ამბობენ გეოლოგები. დასკვნა კი რამდენიმე დღეში იქნება. სპეციალისტების პროგნოზით წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ღვარცოფად გადაიქცეოდა. გეოლოგების განცხადებით მუდმივად არის საჭირო დაკვირვება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. იმის მიუხედავად, რომ სამუშაოები დასრულებულია, შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს ჯერ ისევ არ უშვებენ.